"ყოველთვის ორი სახელის ხსენება მიწევს", - ლამპარდმა საუკეთესო თანაგუნდელები დაასახელა
"ჩელსის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ფრენკ ლამპარდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველ გარი ნევილთან საუბრისას საუკეთესო თანაგუნდელები დაასახელა.
– ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთან ერთადაც გითამაშია?
"ყოველთვის ორი სახელის ხსენება მიწევს - ჯონ ტერი და დიდიე დროგბა", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს Metro.
"ჯონი ლიდერი იყო, გასახდელში ბიჭებს ამხნევებდა, მსგავს საკითხებზე იყო პასუხისმგებელი. დიდიე კი გადამწყვეტი მომენტების ვარსკვლავი გახლდათ. სწორი არ იქნება, რომელიმე მათგანი რომ არ დავასახელო", - დასძინა ფრენკმა.
შეგახსენებთ, 43 წლის ლამპარდი "ჩელსის" ღირსებას 2001 წლიდან 2014 წლამდე იცავდა, ხოლო 2019 წლიდან 2021 წლამდე წვრთნიდა.