რობერ პირესი: "დემბელეს საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი"

"არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, რობერ პირესმა "ბარსელონას" გარემარბის, უსმან დემბელეს შესახებ ისაუბრა.
"დემბელეს საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი. ცხადია, მისი ტრავმების ისტორიის გათვალისწინებით, საკუთარ თავს ყურადღებით უნდა დააკვირდეს. ფეხბურთელის ცხოვრება ასეთია. მაგრამ იღბალიც გჭირდება. მიუხედავად ამისა, მთავარი საკუთარ თავზე ზრუნვაა".
"ვფიქრობ, ის, რომ ბოლო მატჩში მოედანზე შესვლის წინ გულშემატკივრებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი, მისთვის გამამხნევებელი უნდა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის. სამშაბათს მომხდარი გარდამტეხი უნდა იყოს".
"როგორც ფორმულა 1-ის პილოტების შემთხვევაში, სხეულს ყურადღება უნდა მიაქციო. უსმანმა იცის, სწორად უნდა იკვებოს, სწორად მიიღოს სითხეები, სათანადოდ დაისვენოს".
"მისი გამოცდილებისა და მიღებული გაკვეთილებიდან გამომდინარე, ვიმედოვნებ, მსგავსი ტრავმა აღარ ექნება. თუ ამ პრობლემას მოაგვარებს, ძალიან, ძალიან კარგი იქნება", - ციტირებს პირესის სიტყვებს Diario Sport.