ავტორიზაცია

"ჩემი კანტესთან შედარება მართებული არ არის", - კაზემირო

"ჩემი კანტესთან შედარება მართებული არ არის", - კაზემირო
თარიღი 26 Nov 2021, 23:04

მადრიდის "რეალის" საყრდენმა ნახევარმცველმა, კარლოს კაზემირომ ნ'გოლო კანტესთან გაუთავებელ შედარებებზე ისაუბრა. ბრაზილიელი ჩამშლელის აზრით, მას ფრანგთან არც ისე ბევრი საერთო აქვს. 

"კანტე თუ მე? სჯობს ამ კითხვას თავად გასცეთ პასუხი. შეგახსენებთ, ჩვენ ვთამაშობთ სხვადასხვა პოზიციაზე, ჩელსიში საყრდენი ნახევარმცველი არის არა ის, არამედ ჟორჟინიო. 

მე კი ჩამშლელი ვარ და ჩემს პოზიციაზე შემიძლია რამდენიმე ფეხბურთელის გამორჩევა. მაგალითად, იგივე ბუსკეტსი ან თუნდაც ფაბინიო. ნ'გოლო კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა". 

შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა ჰავბეკის გარშემო არსებული უამრავი ჭორის მიუხედავად, ის თავისი გუნდის ერთგული დარჩა. როგორც გვახსოვს, "არისტოკრატთა" 7-იანით ინტერესდებოდა ანტონიო კონტე, როდესაც ის მილანის "ინტერში" მუშაობდა.