ავტორიზაცია

საკითხი, რომელზეც მანჩესტერი რანგნიკს ჯერჯერობით ვერ უთანხმდება

საკითხი, რომელზეც მანჩესტერი რანგნიკს ჯერჯერობით ვერ უთანხმდება
თარიღი 26 ნოე 2021, 23:50

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან ახლოს არის რალფ რანგნიკის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშნვასთან. "წითელ ეშმაკებსა" და გერმანელს შორის პრაქტიკულად აღარაფერი დგას, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივად არის.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მანკუნიანელებსა" და მოსკოვის "ლოკომოტივის" ამჟამინდელ ფუნქციონერს შორის ერთი გაურკვეველი დეტალი ჯერ კიდევ არსებობს.

"მანჩესტერი" 63-წლის დამრიგებელს მწვრთნელობას სთავაზობს 2022 წლის ვადით, შემდეგ კი კლუბი მას ხედავს უკვე უშუალოდ სელექციაში, მინიმუმ 2024 წლამდე.

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ თავად რანგნიკი საკუთარ თავს "იუნაიტედში" ხედავს მხოლოდ თავკაცის ამპლუაში, სხვა პოზიციები კი მას სულაც არ ხიბლავს.