ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? - ხავის კიდევ ერთი ურთულესი სამუშაო დღე და ბევრი სხვა

რას ვუყუროთ დღეს? - ხავის კიდევ ერთი ურთულესი სამუშაო დღე და ბევრი სხვა
თარიღი 27 ნოე 2021, 10:38

ლა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზურის გარეშე დარჩენასთან ახლოს მყოფი "ბარსელონა" ესტუმრება "ვილიარეალს", იქამდე კი "ვალენსია" "რაიო ვალეკანოს" მიიღებს.

პრემიერ ლიგა

ცენტრალური დაპირისპირება გაიმართება უშუალოდ კვირას, იქამდე კი "ლივერპული" მიიღებს "საუთჰემპტონს", ლონდონის "არსენალი" კი "ნიუკასლ იუნაიტედს".

სერია ა

ტურინის "იუვენტუსისა" და ბერგამოს "ატალანტას" შეხვედრას შეგვიძლია ვუწოდოთ ცენტრალური, ამის გარდა, მილანის "ინტერი" კალჩოში დაბრუნებულ "ვენეციას" ესტუმრება.

ბუნდესლიგა

მიუნხენის "ბაიერნი" მიიღებს ბილეფელდის "არმინიას" და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მასპინძლები დაუმარცხებელი მანქანის რეჟიმს აამუშავებენ. დორტმუნდის "ბორუსია" კი "ვოლფსბურგს" ესტუმრება.

16:30 - არსენალი-ნიუკასლი

18:30 - ვოლფსბურგი-დორტმუნდი

19:00 - ლივერპული-საუთჰემპტონი

19:15 - ვალენსია-რაიო ვალეკანო

21:00 - იუვენტუსი-ატალანტა

21:30 - ბაიერნი-არმინია

23:45 - ვენეცია-ინტერი

23:55 - ვილიარეალი-ბარსელონა