ავტორიზაცია

"ბარსელონას წარუმატებლობების მხოლოდ კუმანზე გადაბრალება არ იქნებოდა სწორი", - ალბა

"ბარსელონას წარუმატებლობების მხოლოდ კუმანზე გადაბრალება არ იქნებოდა სწორი", - ალბა
თარიღი 27 ნოე 2021, 10:51

"ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ რონალდ კუმანის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. კატალონიელი ვინგბექი ნიდერლანდელის გაშვებას შეეხო.

"რონალდ კუმანის გათავისუფლება დაგვიანებული იყო? არა. კუმანმა კარგად იმუშავა. თასი მაშინ მოვიგეთ, როცა ამას ვერავინ წარმოიდგენდა. თითოეულ მწვრთნელს თავისი სტილი აქვს. კუმანის ძალიან მადლობელი ვარ.

ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ xავით. პირადად მე ვფიქრობ, რომ ის იდეალური მწვრთნელია. ის ძალიან დაგვეხმარება. მას სურს ყველას მოგვისმინოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ კვლავ ვირწმუნოთ საკუთარი თავის".

შეგახსენებთ, რომ კატალონიელი დამრიგებლის დანიშნვის შემდეგ, "ბლაუგრანამ" მეზობელი "ესპანიოლი" დაამარცხა. დღეს, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ლისაბონის "ბენფიკას" ეთამაშებიან.