ავტორიზაცია

"მანჩესტერმა ჰოლანდისთვის ბრძოლაში გვაჯობა, თუმცა შემდეგ საქმეში რაიოლა ჩაერია", - დორტმუნდის დირექტორი

"მანჩესტერმა ჰოლანდისთვის ბრძოლაში გვაჯობა, თუმცა შემდეგ საქმეში რაიოლა ჩაერია", - დორტმუნდის დირექტორი
თარიღი: 27 ნოე 2021, 11:17

დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ განმარტა, თუ როგორ მოუგო მისმა კლუბმა სატრანსფერო ბრძოლა "მანჩესტერ იუნაიტედს" ერლინგ ჰოლანდის გადმობირების საკითხში.

"მანჩესტერის წინადადება ფინანსურად იყო უფრო სარფიანი, ბევრად უფრო სარფიანი ვიდრე დორტმუნდის, თუმცა როგორც ხედავთ, ჰოლანდი გადმოვიდა ჩვენთან და არა მათთან.

მის ტრანსფერში გადამწყვეტი როლი ითამაშა რაიოლამ, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო ბორუსიაში გადასვლა იუნაიტედში წასვლაზე პერსპექტიულ ნაბიჯად ჩათვალა.

ახალგაზრდა ფეხბურთელები ირჩევენ როგორც ჩვენს გუნდს, ისე ზოგადად ბუნდესლიგას - ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა", - განაცხადა გერმანელმა სელექციონერმა.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი თავდამსხმელი "შავ-ყვითლებში" თამაშობს 2020 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 69 ჩატარებულ შეხვედრაში 70 გოლი გაიტანა.