ავტორიზაცია

პოგბას ხელფასი - საკითხი, რომელიც პრობლემაა იუვესთვის, მაგრამ არა მანჩესტერისთვის, რას გადაწყვეტს ფეხბურთელი?

პოგბას ხელფასი - საკითხი, რომელიც პრობლემაა იუვესთვის, მაგრამ არა მანჩესტერისთვის, რას გადაწყვეტს ფეხბურთელი?
თარიღი 27 ნოე 2021, 11:07

Tuttosport-ის ინფორმაციით, მინო რაიოლა კვლავ ცდილობს თავისი კლიენტის, პოლ პოგბას ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნებას. შეგახსენებთ, ფრანგი "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. 

"წითელი ეშმაკები" კი ცდილობენ თავიანთი ცენტრალური ნახევარმცველის შენარჩუნებას, თუმცა თავად ფეხბურთელი აშკარად გუნდის გამოცვლის იდეას განიხილავს.

"ბებერი ქალბატონი" "მანკუნიანელების" ექვსიანის დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა კლუბს ფეხბურთელის მიმართებაში მოსაგვარებელი ექნება ორი პრობლემა.

პირველ რიგში გასათვალისწინებელია 28-წლის ფლეიმეიქერის 14-მილიონიანი ხელფასი, რომელიც "ბიანკონერიში" დაბრუნებით დიდი ალბათობით მნიშვნელოვნად შემცირდება.

მეორე - საკომისიო, რომელსაც ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში პოგბას აგენტი მიიღებს. საინტერესოა, რა თანხის მიღებას ვარაუდობს ფრანგის წარმომადგენელი.