ავტორიზაცია

"მიკვირს, თუ რატომ არ ინდომებს მანჩესტერი ზიდანის მოყვანას", - ოუენი

"მიკვირს, თუ რატომ არ ინდომებს მანჩესტერი ზიდანის მოყვანას", - ოუენი
თარიღი 27 ნოე 2021, 11:01

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი, მაიკლ ოუენი "ეშმაკუნების" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლებას გამოეხმაურა.

"ახლა "ემიუსთვის" ყველა ცუდი დროა ახალი მწვრთნელის მოსაძებნად. დაწყებულ სეზონში ცოტა ტოპ-სპეციალისტია ხელმისაწვდომი".

"ერთადერთი აშკარა ვარიანტი ზიდანია, მაგრამ ენობრივი ბარიერი თავის როლს ნამდვილად თამაშობს. როგორც ჩანს, გუნდში კვლავ დროებითი მწვრთნელი იქნება", - წერს ვეტერანი ინგლისელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სოლსკიაერი "ემიუს" 2018 წლის დეკემბრიდან ედგა სათავეში. ამ დროის განმავლობაში "იუნაიტედს" ერთი ტიტულიც კი არ მოუგია.

48 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობის ქვეშ პრემიერ ლიგაში მანჩესტერელთა საუკეთესო შედეგი 2020/21 წლების სეზონში დაკავებული მეორე ადგილია. ამავდროულად, კლუბი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ვილიარეალთან" დამარცხდა.