ავტორიზაცია

ფერდინანდი: "მანჩესტერის კრახი მთლიანად ვუდვორდის კისერზეა"

ფერდინანდი: "მანჩესტერის კრახი მთლიანად ვუდვორდის კისერზეა"
თარიღი 27 ნოე 2021, 00:08

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების შემდეგ.

"სანაკრებო პაუზა იდეალური პერიოდი იყო ამ გადაწყვეტილების მისაღებად, არ მესმის, რატომ გააჭიანურეს", - აცხადებს ვეტერანი ინგლისელი.

"ეს მნიშვნელოვანი მომენტია, ის, როგორც ამ კლუბს მართავენ, უბრალოდ შოკისმომგვრელია. ახლა კი ყველაფერი ნაჩქარევად კეთდება. განსაკუთრებით ის მაოცებს, რომ უმუშევარი კანდიდატები არ არიან. ეს ყველაფერი ერთგვარი ქაოსია".

"თუ ედ ვუდვორდის მიერ მოყვანილ მწვრთნელებს შევხედავთ, ვინ მიაღწია წარმატებას? ვერცერთმა. იმუშავა თუ არა განხორციელებულმა ტრანსფერებმა? არა. ეს ყველაფერი მის სინდისზეა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს", - დასძინა ფერდინანდმა.