ავტორიზაცია

პოგბა რეალში გადასვლასთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, თუმცა მადრიდში უთანხმოებაა — MARCA

პოგბა რეალში გადასვლასთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, თუმცა მადრიდში უთანხმოებაა — MARCA
თარიღი 19 ნოე 2021, 18:12

არ არის გამორიცხული, უფრო მეტიც, დიდი შანსია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა "რეალში" გადაბარგდეს.

28 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი მადრიდულ კლუბში გადასვლასთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. "ბლანკოსის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის აზრით, ამჟამად კლუბს ფეხბურთელების თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირება სჭირდება, წერს Marca.

"რეალის" ხელმძღვანელობაში პოგბას ტრანსფერის თაობაზე უთანხმოებაა, მაგრამ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ფრანგი მოსწონს. პოლისადმი სიმპათიით არიან განწყობილნი ის ფეხბურთელები, რომლებიც მას უკვე იცნობენ - მადრიდელთა კიდევ ერთი სამიზნე, კილიან მბაპე და კარიმ ბენზემა.

"რეალში" უახლოეს პერიოდში ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერების საჭიროებას აცნობიერებენ. მადრიდელთა მთავარი სამიზნე მბაპეს ტრანსფერია. პრიორიტეტთა სიაში შემდეგი კონტრაქტის ნახევარმცველთან გაფორმებაა.

პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან. საფრანგეთის ნაკრების რიგებში მიღებული კუნთის ტრავმის შემდეგ, "ეშმაკუნებს" პოლის შენარჩუნების მცდელობაში ეჭვი შეეპარათ.

მიმდინარე სეზონში პოგბამ "ემიუს" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.