რაიოლა პოგბას მომავალზე: "ვერავის ავუკრძალავ პოლზე ოცნებას, ამის გაკეთება თავისუფლად შეიძლება"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას აგენტმა, მინო რაიოლამ ფრანგის "იუვენტუსში" შესაძლო დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა.
"ვერავის ავუკრძალავ ოცნებას, ამის გაკეთება თავისუფლად შეიძლება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები საბოლოოდ".
"დეკემბერი ოცნებების თვეა, შობისა და დღესასწაულების გათვალისწინებით, მაგრამ ახლა რამეზე საუბარი ნაადრევია".
"არ ვიცი, რატომ, მაგრამ როცა პოგბას განვიხილავთ, ინგლისში მკვდრებიც იღვიძებენ. თუ "ემიუს" ზოგიერთი ყოფილი ფეხბურთელი პოგბაზე ან ჩემზე არ საუბრობს, ესე იგი ისინი არავისზე ლაპარაკობენ".
"ამიტომაც, უმჯობესია ამაზე არ ვისაუბრო", - ციტირებს რაიოლას სიტყვებს Sport Witness.
შეგახსენებთ, 28 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს "ეშმაკუნებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.