ავტორიზაცია

მსურველთა შორის მატებაა — ვლაჰოვიჩის ხელში ჩაგდებით კიდევ ერთი გრანდი დაინტერესდა

მსურველთა შორის მატებაა — ვლაჰოვიჩის ხელში ჩაგდებით კიდევ ერთი გრანდი დაინტერესდა
თარიღი 27 Nov 2021, 12:38

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის ხელში ჩაგდებით დაინტერესდა.

როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, ინგლისური კლუბი 21 წლის თავდამსხმელს აკვირდება და მისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

გარდა "ეშმაკუნებისა", ახალგაზრდა სერბისადმი ყურადღებას "ტოტენჰემი", "ნიუკასლი", "მილანი" და "იუვენტუსი" იჩენენ.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ვლაჰოვიჩს "ფიორენტინასთან" 2023 წელს ეწურება. ფეხბურთელმა ახალი კონტრაქტის გაფორმება იუარა, ამიტომაც "იები" უახლოეს პერიოდში მის გაყიდვას აპირებენ.

აქამდე გავრცელებული ცნობით, ფლორენციელები თავიანთი ფორვარდის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვენ.

მიმდინარე სეზონში ვლაჰოვიჩმა ყველა ტურნირზე ერთად "ფიორენტინას" მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც მიითვალა.