ავტორიზაცია

ნომინანტები დასახელდნენ — ვინ გახდება წლის საუკეთესო მწვრთნელი Globe Soccer Awards-ის ვერსიით?

ნომინანტები დასახელდნენ — ვინ გახდება წლის საუკეთესო მწვრთნელი Globe Soccer Awards-ის ვერსიით?
თარიღი 27 ნოე 2021, 12:57

დასახელდნენ ის სპეციალისტები, რომლებიც Globe Soccer Awards-ის ვერსიით წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსთვის იბრძოლებენ.

ასე და ამგვარად, ნომინანტთა შორის შემდეგი სპეციალისტები მოხვდნენ:

ანტონიო კონტე ("ტოტენჰემი"), ლიუის კორტესი ("ბარსელონას" ქალთა გუნდის ექს-მწვრთნელი), დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრები), უნაი ემერი ("ვილიარეალი"), ჰანს-დიტერ ფლიკი (გერმანიის ნაკრები), კრისტოფ გალტიე ("ნიცა"), პეპ გვარდიოლა ("მანჩესტერ სიტი"), კასპერ იულმანდი (დანიის ნაკრები), რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები), ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები), დიეგო სიმეონე ("ატლეტიკო"), გარეტ საუტგეიტი (ინგლისის ნაკრები), ტიტე (ბრაზილიის ნაკრები) და ტომას ტუხელი ("ჩელსი").

გამოკითხვა Globe Soccer Awards-ის საიტზე მიმდინარეობს და ჯერჯერობით, ლიდერი 66%-ით ტუხელია.

აღნიშნული ჯილდოს მოქმედი გამარჯვებული ჰანს-დიტერ ფლიკია, რომელიც 2020 წელს მიუნხენის "ბაიერნს" წვრთნიდა.

Globe Soccer Awards 2021: ვინ ლიდერობს წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში?