ავტორიზაცია

ბაიერნის პრეზიდენტი: "ლევანდოვსკიმ ოქროს ბურთი დაიმსახურა, ველოდებით ორშაბათს"

ბაიერნის პრეზიდენტი: "ლევანდოვსკიმ ოქროს ბურთი დაიმსახურა, ველოდებით ორშაბათს"
თარიღი 27 ნოე 2021, 13:08

"ბაიერნის" პრეზიდენტმა, გერბერტ ჰაინერმა "ოქროს ბურთის" მოახლოებულ დაჯილდოების ცერემონიაზე ისაუბრა.

"ბაიერნი" ყოველთვის ტიტულებთანაა კავშირში. ამიტომაც მოუთმენლად ველით ორშაბათს, როცა რობერტ ლევანდოვსკი "ოქროს ბურთისთვის" იბრძოლებს".

"ეს ჯილდო დაიმსახურა და ძალიან გახარებულები ვიქნებით მის გამო", - ციტირებს ჰაინერის სიტყვებს Bayern & Germany.

მიმდინარე წელს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 29 ნოემბერს, პარიზში გასამართ ცერემონიაზე გაიცემა.

ცნობისთვის, "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს ორი კონკურენტი ჰყავს - ლიონელ მესი ("პსჟ") და ჟორჟინიო ("ჩელსი").

Globe Soccer Awards 2021: ვინ ლიდერობს წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში?