ავტორიზაცია

ლაპორტა ბაიერნთან მატჩზე: "სასწაული მოხდება, ჩვენ გავიმარჯვებთ, ამაში დარწმუნებული ვარ"

ლაპორტა ბაიერნთან მატჩზე: "სასწაული მოხდება, ჩვენ გავიმარჯვებთ, ამაში დარწმუნებული ვარ"
თარიღი 27 ნოე 2021, 13:24

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხავის პირველ კვირებზე ისაუბრა, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" გასამართ მატჩსაც შეეხო.

"ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ხავი ძალიან მოტივირებულია, სავსეა ძალით. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად წავა".

"ვფიქრობ, კლუბში ხავის მოსვლის შემდეგ ჩვენი მეტოქეები ცოტა მეტ პატივს გვცემენ. ახლა უკვე იციან, თუ რა შეგვიძლია".

"ბაიერნის" დამარცხება შესაძლებელია. სასწაული მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ. გავიმარჯვებთ", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.

მოგეხსენებათ, "ბარსელონა" "ბაიერნს" 8 დეკემბერს ესტუმრება. ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გასვლისთვის კატალონიელებს გამარჯვება სჭირდებათ.

"მიუნხენში მოსაგებად ჩავალთ, სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს", - პიკე