ავტორიზაცია

"მიუნხენში მოსაგებად ჩავალთ, სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს", - პიკე

"მიუნხენში მოსაგებად ჩავალთ, სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს", - პიკე
თარიღი 24 ნოე 2021, 22:25

"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ ხავი ერნანდესის მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე გააკეთა კომენტარი, ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკასთან" ფრედ (0-0) დასრულებული მატჩის შემდეგ.

"გასახდელში ერთად ვიყავი იმასთან, ვინც ამჟამად მწვრთნის. გრძნობ, რომ განსაკუთრებით კარგად უნდა დაამტკიცო საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენ, ვეტერანები, უნდა დავეხმაროთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს.

უნდა ვიყოთ მათთვის სამაგალითოები. ბენფიკასთან ერთი ქულა არ არის მისაღები შედეგი, რადგან კარგი შანსები გვქონდა. როცა გოლს ვერ იტან, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.

მიუნხენში გამარჯვების სურვილით წავალთ. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ", - უთხრა პიკემ Movistar-ს. შეგახსენებთ, იმ შემთხვევაში, თუ "ბენფიკა" დაამარცხებს "დინამოს", "ბარსას" "ბაიერნთან" რეალურად მხოლოდ მოგება დასჭირდება.