ავტორიზაცია

კანი: "არიან ბავშვები, რომლებსაც გერმანიაში ბაიერნის გარდა სხვა ჩემპიონი არ უნახავთ"

კანი: "არიან ბავშვები, რომლებსაც გერმანიაში ბაიერნის გარდა სხვა ჩემპიონი არ უნახავთ"
თარიღი 27 ნოე 2021, 13:34

"ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა მიუნხენური გრანდის მიერ ნაჩვენები შედეგების შესახებ ისაუბრა.

"ყველამ ვიცით, როგორ დასრულდა 2019/20 წლების სეზონი. კლუბის ისტორიაში მეორედ ავიღეთ ტრიპლეტი. ეს უნიკალურზე მეტია".

"ასეთ რთულ პერიოდში კლუბის ყველა თანამშრომელმა მაქსიმალური ძალისხმევა გაიღო ამ შედეგის მისაღწევად".

"გასულ სეზონში ზედიზედ მეცხრედ გავხდით ჩემპიონები. ახლა ჩვენი ემბლების ზემოთ ხუთი ვარსკვლავია. ზედიზედ 9 ტიტული - არიან ბავშვები, რომლებსაც გერმანიაში სხვა ჩემპიონი არ უნახავთ".

"ბევრს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ დომინანტი "ბაიერნია", მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არ არის", - ციტირებს კანის სიტყვებს Bayern & Germany.