ავტორიზაცია

რეშფორდი: "სოლსკიაერი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, ზოგჯერ ყველაფერში მწვრთნელს ადანაშაულებენ"

რეშფორდი: "სოლსკიაერი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, ზოგჯერ ყველაფერში მწვრთნელს ადანაშაულებენ"
თარიღი 27 Nov 2021, 13:42

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, მარკუს რეშფორდმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლებაზე კომენტარი გააკეთა.

"ემიუ" ოლეს გულშია და ვერავინ იტყვის, ეს ასე არ არისო. ვფიქრობ, უდიდეს პატივისცემას იმსახურებს და არა მხოლოდ ჩვენგან, არამედ გულშემატკივრებისგანაც".

"როცა მოედანზე ვიყავი, ფანებს ვეუბნებოდი, რომ საქმე მხოლოდ მას არ ეხება - ჩვენც გვეხება. ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ზოგჯერ გულშემატკივრები ყველაფერში მწვრთნელს ადანაშაულებენ, თუმცა მწვრთნელი ვერ ითამაშებს ფეხბურთელებისთვის".

"შეუძლია მოგვამზადოს, ჩვენი საქმე კი მისი მითითებების შესრულებაა და იმის გაკეთება, რაც შეგვიძლია. თუ რაღაც არ გამოგვივა, მწვრთნელის დადანაშაულება არასწორია", - ციტირებს რეშფორდის სიტყვებს BBC.

ცნობისთვის, ნორვეგიელი სპეციალისტი "ემიუს" 2018 წლის დეკემბრიდან ედგა სათავეში. ამ დროის განმავლობაში "იუნაიტედს" ერთი ტიტულიც კი არ მოუგია.

სოლსკიაერის ხელმძღვანელობის ქვეშ პრემიერ ლიგაში "ემიუს" საუკეთესო შედეგი 2020/21 წლების სეზონში დაკავებული მეორე ადგილია. ამავდროულად, კლუბი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ვილიარეალთან" დამარცხდა.

გაირკვა, თუ რა შემთხვევაში შეინარჩუნებდა სოლსკიაერი მანჩესტერ იუნაიტედში თანამდებობას