ავტორიზაცია

პრიორიტეტული ვარიანტი შერჩეულია — სად სურს თამაში ჰოლანდს დორტმუნდიდან წასვლის შემდეგ?

პრიორიტეტული ვარიანტი შერჩეულია — სად სურს თამაში ჰოლანდს დორტმუნდიდან წასვლის შემდეგ?
თარიღი 27 ნოე 2021, 14:56

არ არის გამორიცხული, "დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი ახლო მომავალში მადრიდის "რეალში" გადაბარგდეს.

ბორუსიელთა რიგებიდან წასვლის შემთხვევაში, 21 წლის ნორვეგიელისთვის პრიორიტეტული ვარიანტი "სამეფო კლუბია".

მოგეხსენებათ, 2022 წლის ზაფხულში ერლინგის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი ამოქმედდება - 75 მილიონი ევრო.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Goal.com იტყობინება, ფეხბურთელმა თავის გარემოცვას განუცხადა, რომ მადრიდში გადასვლა მისთვის ყველაზე მიმზიდველია, მაგრამ საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.

ჰოლანდის აგენტმა, მინო რაიოლამ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ფეხბურთელს ესპანეთში სახლი უკვე აქვს. მაგრამ ტრანსფერი დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, შეიძენს თუ არა "რეალი" "პსჟ"-ს ფორვარდ კილიან მბაპეს.

ჰოლანდისადმი ინტერესს ინგლისური გრანდებიც იჩენენ - "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" და "ლივერპული". აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელს ინგლისური ფეხბურთი ძალიან მოსწონს.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" რიგებში 10 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ამჟამად იგი ტრავმირებულია.

ცნობისთვის, ახალგაზრდა სუპერვარსკვლავს ბორუსიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

"ჰოლანდს ესპანეთი უყვარს, განსაკუთრებით ის სახლი, რომელიც იქ აქვს", - რაიოლას მინიშნება?