ავტორიზაცია

კლოპი: "მაგარი მწვრთნელი მოდის ინგლისში, სამწუხაროდ მანჩესტერში, რაც სხვა გუნდებისთვის კარგი ამბავი არ არის"

კლოპი: "მაგარი მწვრთნელი მოდის ინგლისში, სამწუხაროდ მანჩესტერში, რაც სხვა გუნდებისთვის კარგი ამბავი არ არის"
თარიღი 27 ნოე 2021, 15:07

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი "მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებლად რალფ რანგნიკის დანიშვნას გამოეხმაურა.

"სამწუხაროდ, ინგლისში კარგი მწვრთნელო მოდის, "ემიუში"! ნამდვილად გამოცდილი სპეციალისტია, ნულიდან ააშენა ორი კლუბი - "ჰოფენჰაიმი" და "ლაიფციგი". ყოველთვის უნდოდა მენეჯერობა".

"მანჩესტერ იუნაიტედი" მოედანზე ორგანიზებული იქნება, უნდა გავაცნობიეროთ. ცხადია, ეს სხვა გუნდებისთვის კარგი ამბავი არ არის".

"მაგრამ მსოფლიოში ყველა მწვრთნელს სჭირდება დრო თავისი გუნდის მოსამზადებლად. რალფი სწრაფად მიხვდება, რომ აქ ამის დრო არ არის - მატჩები რეგულარულად ტარდება, რაც ყველაფერს ართულებს".

"ნამდვილად კარგი ადამიანი და მაგარი მწვრთნელია. თუ ეს მოხდება, კარგი, კეთილი იყოს შენი მობრძანება ინგლისში", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Sky Sports.