ავტორიზაცია

პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედში, ზიდანი კი პსჟ-ში? — პარიზულ კლუბში ყველაფერს ფარდა ახადეს

პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედში, ზიდანი კი პსჟ-ში? — პარიზულ კლუბში ყველაფერს ფარდა ახადეს
თარიღი 27 ნოე 2021, 15:36

"პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ კლუბი ზინედინ ზიდანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და მაურისიო პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გაშვება მოითხოვა.

"პოჩეტინოს წასვლა არ გვინდა. არასოდეს უთხოვია წასვლის ნებართვა, მის თაობაზე არც ერთი კლუბი არ დაგვკავშირებია".

"ზიდანს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, იმისათვის, რაც მან ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში გააკეთა, მაგრამ შემიძლია ნათლად გითხრათ, რომ არანაირი კონტაქტი არ შემდგარა, მასთან შეხვედრა არ ყოფილა".

"სასაცილოა იმის წარმოდგენაც კი, რომ ზიდანთან შეხვედრა შეიძლება პარიზის დიდ სასტუმროში, ყველას თვალწინ შემდგარიყო", - განაცხადა ბრაზილიელმა ფუნქციონერმა AFP-სთან ინტერვიუში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელ სპეციალისტს "ემიუში" წასვლა უნდა, პარიზელები კი მის შემცვლელად ზიდანს განიხილავენ.