ავტორიზაცია

მილანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტეფანო პიოლის ბედი ოფიციალურად გაირკვა

მილანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტეფანო პიოლის ბედი ოფიციალურად გაირკვა
თარიღი 27 ნოე 2021, 15:47

"მილანის" მთავარი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.

ასე და ამგვარად, 56 წლის იტალიელმა სპეციალისტმა "როსონერისთან" 2023 წლის ზაფხულამდე გათვლილი ახალი კონტრაქტი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტი თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, პიოლი ახალი კონტრაქტის მიხედვით წლიური ხელფასის სახით 3,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

სპეციალისტმა "მილანი" 2019 წელს ჩაიბარა და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 106 მატჩი ჩაატარა - 59 გამარჯვება, 27 ფრე და 20 მარცხი.

სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში "როსონერი" 13 ტურში მოპოვებული 32 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ "ნაპოლის" მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.