მხარეები შეთანხმდნენ — ცნობილია თანხა, რომელსაც ბარსელონა კუმანს კომპენსაციის სახით გადაუხდის
"ბარსელონა" გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის პირობებზე შეუთანხმდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
კატალონიური გრანდი ჰოლანდიელ სპეციალისტს კომპენსაციის სახით 10 მილიონ ევროს გადაუხდის და არა 12-ს, როგორც აქამდე იწერებოდა.
მოგეხსენებათ, კუმანი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებლის პოსტიდან 28 ოქტომბერს, "რაიო ვალეკანოსთან" (0:1) მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს.
58 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობის ქვეშ "ბარსამ" გასულ სეზონში ესპანეთის თასი მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალური სტადიიდან გამოეთიშა და ლა ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა.