ავტორიზაცია

"ვფიქრობ, იმსახურებს", - დი მარიამ განმარტა, თუ რატომ უნდა გადაეცეს ოქროს ბურთი მესის

"ვფიქრობ, იმსახურებს", - დი მარიამ განმარტა, თუ რატომ უნდა გადაეცეს ოქროს ბურთი მესის
თარიღი 27 ნოე 2021, 16:16

"პსჟ"-ს შემტევმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ საკუთარი აზრი გამოთქვა იმის შესახებ, იმსახურებს თუ არა ლიონელ მესი "ოქროს ბურთს".

– იმსახურებს თუ არა ამ წელს მესი "ოქროს ბურთის" მოგებას?

"ვფიქრობ, დიახ. კარიერაში მნიშვნელოვანი წელიწადი ჰქონდა".

"როგორც იქნა, თავის ქვეყანასთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო. დიდწილად ამის გამო იმსახურებს "ოქროს ბურთს".

– ბედნიერია თუ არა მესი პარიზში?

"ძალიან კმაყოფილია. ოჯახი კარგად ეგუება, შვილები სიამოვნებით სწავლობენ. სახლი იპოვა. კლუბში ადაპტაციას კარგად გადის".

"მისთვის ეს ადვილი არ არის, რადგან მთელი ცხოვრება ბარსელონაში გაატარა. ახალი სახლი, ახალი სკოლა, ადვილი არ არის".

"იმათთვის უფრო მარტივია, ვინც კლუბებს მუდმივად იცვლის. ლეო მთელი ცხოვრება ერთ ადგილზე იყო. მაგრამ ძალიან ბედნიერია, რაც ყველაზე მთავარია", - ციტირებს დი მარიას სიტყვებს RMC Sport.

გასულ სეზონში მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო, აგრეთვე "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ესპანეთის ჩემპიონატში მან 30 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 29 ნოემბერს, პარიზში გასამართ ცერემონიაზე გაიცემა.

"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში 34 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს ორი კონკურენტი ჰყავს - რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") და ჟორჟინიო ("ჩელსი").