ავტორიზაცია

დარჩება თუ არა რანგნიკი მანჩესტერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

დარჩება თუ არა რანგნიკი მანჩესტერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?
თარიღი 27 ნოე 2021, 17:00

არ არის გამორიცხული, რალფ რანგნიკი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უფრო დიდხანს დარჩეს.

მოგეხსენებათ, 63 წლის გერმანელი სპეციალისტი "ეშმაკუნებს" სათავეში უახლოეს პერიოდში ჩაუდგება და მისი კონტრაქტი სეზონის ბოლომდე იქნება გათვლილი.

მიუხედავად ამისა, რანგნიკი "ემიუს" დამრიგებლად მუშაობის გაგრძელებას დათანხმდება, თუ ასეთ შეთავაზებას მიიღებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

აქამდე დაიწერა, რომ გერმანელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მანიკუნიანელთა კონსულტანტი გახდება.