ავტორიზაცია

"ბევრი გეი მეგობარი მყავს", - კლოპმა ლგბტ თემის მხარდასაჭერ აქციას თანადგომა გამოუცხადა

"ბევრი გეი მეგობარი მყავს", - კლოპმა ლგბტ თემის მხარდასაჭერ აქციას თანადგომა გამოუცხადა
თარიღი 27 Nov 2021, 17:28

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა აქცია Rainbow Laces-ს მხარი დაუჭირა, რომელსაც პრემიერ ლიგის ფეხბურთელები ყოველწლიურად ლგბტ თემის მხარდასაჭერად აწყობენ.

"ეს აქცია ძალიან მომწონს. მისი მუშაობის იდეალური მაგალითი ვარ, ნათელია, როგორ შეიცვალა ინფორმირებულობის დონე მისი შექმნის დღიდან".

"54 წლის ვარ, ცხოვრებაში სხვადასხვა პერიოდი მქონია, თუმცა ბევრ პრობლემას არასოდეს წავმწყდარვარ".

"ბევრი გეი მეგობარი მყავს, მაგრამ არასოდროს მიფიქრია იმაზე, თუ რამდენად რთულია თქვა: "დედა, მამა, მე შეიძლება არ ვარ ის, ვინც გეგონეთ". და არა მარტო მშობლებს, ყველა დანარჩენსაც".

"ასეთი გამოწვევის წინაშე არ უნდა დავდგეთ, ამაში ჩვენი ცხოვრება უნდა შეიცვალოს. ამიტომაც, ამ აქციას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. შესანიშნავი კამპანიაა და ეს ყველაფერი მშვენივრად გამოიყურება", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Sky Sports.