ავტორიზაცია

"რონალდუს კარიერის დასრულება მესიზე მეტი ოქროს ბურთით სურს", - France Football-ის მთავარი რედაქტორი

"რონალდუს კარიერის დასრულება მესიზე მეტი ოქროს ბურთით სურს", - France Football-ის მთავარი რედაქტორი
თარიღი 27 ნოე 2021, 17:47

ჟურნალ France Football-ის მთავარმა რედაქტორმა, პასკალ ფერემ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"რონალდუს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - დაასრულოს კარიერა მესიზე მეტი "ოქროს ბურთით". ამის შესახებ ვიცი, რადგან თავად კრიშტიანუმ მითხრა".

"ფული აქ არაფერ შუაშია, ეს მხოლოდ ტიტულია. ერთის მიღება ისტორიაში ადგილის დაკავებას ნიშნავს".

"ვფიქრობ, თუ მესისა და რონალდუს სტატისტიკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ყველაზე მეტს სექტემბერსა და ოქტომბერში იტანენ, როცა გამოკითხვა მიმდინარეობს. ეს დამთხვევა არ არის", - აცხადებს ფერე.

ამჟამად 34 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს 6 "ოქროს ბურთი" აქვს, რაც რეკორდია. 36 წლის პორტუგალიელი კი აღნიშნულ ჯილდოს 5-ჯერ დაეუფლა.

მიმდინარე წელს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 29 ნოემბერს, პარიზში გასამართ ცერემონიაზე გაიცემა.