ავტორიზაცია

მტკიცე უარი თავიდანვე - გუნდი, რომელშიც გადასვლა ვლაჰოვიჩმა არც კი განიხილა

მტკიცე უარი თავიდანვე - გუნდი, რომელშიც გადასვლა ვლაჰოვიჩმა არც კი განიხილა
თარიღი 27 ნოე 2021, 19:46

"ფიორენტინას" თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი "არსენალში" გადასვლას არ აპირებს, იტყობინება Football Italia.

გავლენიანი გამოცემის ინფორმაციის თანახმად, 21 წლის სერბმა ლონდონურ კლუბში გადაბარგება იუარა და სხვა გუნდების წინადადებებს ელოდება.

აქამდე გავრცელებული ცნობით, "ფიორენტინამ" "მეთოფეებთან" ახალგაზრდა ფორვარდის ტრანსფერზე შეთანხმებას უკვე მიაღწია.

მიმდინარე სეზონში ვლაჰოვიჩმა "იების" მაისურით 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

Transfermarkt-ის ვერსიით, ფლორენციელთა მთავარი დამრტყმელი ძალის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 50 მილიონ ევროს შეადგენს.