ავტორიზაცია

"რეალს მბაპესთვის ბრძოლაში ბარსელონაც შეეცილება", - ესპანელი ჟურნალისტი

"რეალს მბაპესთვის ბრძოლაში ბარსელონაც შეეცილება", - ესპანელი ჟურნალისტი
თარიღი 27 ნოე 2021, 19:53

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა მომავალში "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ხელში ჩაგდებას გეგმავს.

მოგეხსენებათ, 22 წლის ფრანგი მადრიდის "რეალში" გადასვლასთან არის ახლოს, თუმცა, როგორც Cadena SER-ის ჟურნალისტი, მარიო ტორეხონი იტყობინება, ლაპორტამ თავის გარემოცვას აცნობა, რომ მბაპეს ყიდვას აპირებს.

"მესის დაბრუნებაც იგივე ფანტაზიას ქმნის, როცა ლაპორტა თავის ახლო წრეს ეუბნება, რომ "რეალს" მბაპეს წაართმევს. ეს უცნაურია და შეუძლებელთან ახლოსაა", - თქვა ტორეხონმა El Larguero-სთან ეთერში.

მოგეხსენებათ, კილიან პარიზულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.