ავტორიზაცია

ბარსელონა ფერან ტორესს უკვე შეუთანხმდა და კონკრეტულ თანხას ჩამოდის, თუმცა სიტი მეტს ითხოვს

ბარსელონა ფერან ტორესს უკვე შეუთანხმდა და კონკრეტულ თანხას ჩამოდის, თუმცა სიტი მეტს ითხოვს
თარიღი 27 ნოე 2021, 18:01

"მანჩესტერ სიტი" და "ბარსელონა" შემტევი ნახევარმცველის, ფერან ტორესის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

როგორც ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ხერარდ რომერო იტყობინება, ინგლისური კლუბი 21 წლის გარემარბის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს, როცა "ბარსა" მხოლოდ 50 მილიონს ჩამოდის.

კატალონიურმა გრანდმა ფეხბურთელთან უკვე სრულ შეთანხმებას მიაღწია. "ბლაუგრანაში" გადასვლის გამო, ესპანელი მზად არის ხელფასის საგრძნობლად შემცირებას დათანხმდეს.

ფერანმა, რომელიც მანჩესტერული კლუბის ღირსებას 2020 წლის აგვისტოდან იცავს, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.