ავტორიზაცია

ვის მიიწვევს ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედი, თუ პოჩეტინოს ვერ შეუთანხმდება?

ვის მიიწვევს ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედი, თუ პოჩეტინოს ვერ შეუთანხმდება?
თარიღი 28 ნოე 2021, 10:59

"მანჩესტერ იუნაიტედი" გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ახალი სპეციალისტის დანიშვნას ზაფხულში აპირებს.

მოგეხსენებათ, ინგლისური კლუბი რალფ რანგნიკს 6-თვიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. სეზონის დასრულების შემდეგ "ეშმაკუნები" "პსჟ"-ს დამრიგებლის, მაურისიო პოჩეტინოს მიწვევას გეგმავენ. თუ არგენტინელთან შეთანხმება ვერ მოხერხდება, "იუნაიტედი" "აიაქსის" თავკაცს, ერიკ ტენ ჰაგს მიმართავს.

თავის მხრივ, 51 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობით დაინტერესებულია, "აიაქსი" კი წინააღმდეგი არ იქნება, თუ ტენ ჰაგი სეზონის ბოლოს წასვლას მოინდომებს, თუმცა კლუბთან მას მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლამდე აკავშირებს.

ამ ეტაპზე, "ემიუს" ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტული ვარიანტი პოჩეტინოა, მაგრამ ტენ ჰაგისადმი ინტერესის შესახებ კლუბმა "აიაქსს" უკვე აცნობა. მანიკუნიანელები "ლესტერის" თავკაც ბრენდან როჯერსის კანდიდატურასაც განიხილავენ.

"ემიუსა" და "აიაქსს" კარგი ურთიერთობა აქვთ - მაგალითად, "აიაქსის" გენერალურმა დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა ითამაშა მანჩესტერულ კლუბში დონი ვან დე ბეკის ტრანსფერის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი.