ავტორიზაცია

რეალმა პოგბაზე უარი საბოლოოდ თქვა და აქცენტს სხვა ფეხბურთელებზე აკეთებს — MARCA

რეალმა პოგბაზე უარი საბოლოოდ თქვა და აქცენტს სხვა ფეხბურთელებზე აკეთებს — MARCA
თარიღი 28 ნოე 2021, 11:19

"რეალი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბას გადაბირებას არ ეცდება, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, მადრიდულმა გრანდმა საბოლოოდ თქვა უარი 28 წლის ფრანგის დამატების იდეაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, "რეალი" "ეშმაკუნების" ფეხბურთელის მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს, რომელიც ამჟამად მიღებულ წინადადებებს განიხილავს.

"ბლანკოსში" ფიქრობენ, რომ პოგბა გუნდს ვერ მოერგება, მაგრამ კლუბში მის საფეხბურთო თვისებებს აფასებენ და ესმით, რომ თამაშზე გავლენის მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.

მადრიდელები სხვა პოზიციების გაძლიერებას ისახავს მიზნად, აგრეთვე ლუკა მოდრიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. მომდევნო სეზონში "რეალს" ნახევარდაცვის ხაზში მოდრიჩი, ტონი კროოსი და კაზემირო სჭირდება. კლუბის გეგმებში შედიან ფედერიკო ვალვერდე და ედუარდო კამავინგაც. აგრეთვე, "რეალს" ანტონიო ბლანკოს პროგრესის იმედი აქვს.

მიმდინარე სეზონში პოგბამ ყველა ტურნირზე ერთად "ემიუს" მაისურით 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.

ამჟამად პოლი ტრავმირებულია, საფრანგეთის ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას მან ბარძაყი დაიზიანა. ვარაუდობენ, რომ ამ ტრავმის გამო პოგბა მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს.

პოგბა რეალში გადასვლასთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, თუმცა მადრიდში უთანხმოებაა — MARCA