ავტორიზაცია

პროკურატურა იუვენტუსის ოფისებში ჩხრეკას აგრძელებს — სკანდალურ საქმეში რონალდუცაა გახვეული?

პროკურატურა იუვენტუსის ოფისებში ჩხრეკას აგრძელებს — სკანდალურ საქმეში რონალდუცაა გახვეული?
თარიღი 28 ნოე 2021, 12:13

"იუვენტუსის" ხელმძღვანელები, პრეზიდენტ ანდრეა ანიელისა და ვიცე-პრეზიდენტ პაველ ნედვედის ჩათვლით, გამოძიების ქვეშ იმყოფებიან.

პროკურატურის ცნობით, სამი წლის მანძილზე კაპიტალის 282 მილიონ ევროიანი მომატება "ღირებულების თაღლითური ზრდით ხასიათდება". კლუბის ოფისებში ჩხრეკა გრძელდება.

ტურინის პროკურატურა კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებითაც აწარმოებს ეკონომიკურ გამოძიებას, რომელმაც კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე დატოვა. თავად ფეხბურთელი გამოძიების ქვეშ არ არის.

პროკურატურას დაევალა რონალდუს კონტრქტთან და სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებული "დოკუმენტებისა და პირადი საქმეების" მოძიება. გამომძიებლების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, შესაძლოა, "იუვენტუსსა" და კრიშტიანუს შორის დოკუმენტირებული კერძო შეთანხმება არსებობდა.

შეგახსენებთ, 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მიმდინარე სეზონის დაწყების წინ 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა.