ავტორიზაცია

მწვრთნელი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედმა ზაფხულში შესაძლოა რანგნიკის რჩევით დანიშნოს

მწვრთნელი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედმა ზაფხულში შესაძლოა რანგნიკის რჩევით დანიშნოს
თარიღი 28 ნოე 2021, 12:40

რალფ რანგნიკი ძალიან მალე "მანჩესტერ იუნაიტედის" დროებითი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნება.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph იტყობინება, ზაფხულში "ემიუს" ახალი დამრიგებლის არჩევისას გერმანელი სპეციალისტის აზრს გაითვალისწინებენ. არ არის გამორიცხული, რანგნიკმა გააგრძელოს "ეშმაკუნების" გაწვრთნა, თუ მაღალ შედეგებს მიაღწევს.

რალფი პირველ რიგში საკუთარ თავს თვლის მწვრთნელად და პრემიერ ლიგაში მუშაობა უნდა, მაგრამ ამ დროისთვის "იუნაიტედი" ზაფხულში სხვა სპეციალისტის დანიშვნას გეგმავს.

ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც "ემიუ" განიხილავს, "სპორტინგის" დამრიგებელი, რუბენ ამორიმია. გასულ სეზონში 36 წლის სპეციალისტმა ბოლო 19 წლის მანძილზე გუნდს პორტუგალიის ჩემპიონატი პირველად მოაგებინა. მისი გუნდი აგრესიულ პრესინგს მიმართავს, რაც რანგნიკს მოსწონს.

ამორიმს მწვრთნელთა ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ წარმომადგენლად თვლიან. "სპორტინგთან" გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენს.

დარჩება თუ არა რანგნიკი მანჩესტერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?