ავტორიზაცია

პოჩეტინო მანჩესტერის შესაძლო გაწვრთნაზე გავრცელებულ ჭორებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა

პოჩეტინო მანჩესტერის შესაძლო გაწვრთნაზე გავრცელებულ ჭორებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა
თარიღი 28 ნოე 2021, 12:46

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჭორებზე მორიგი განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, 49 წლის არგენტინელი სპეციალისტის სახელს "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ.

"პსჟ"-ში ძალიან ბედნიერი ვარ. ჭორებს მიჩვეულები ვართ და ეს კარგის ნიშანია. ესე იგი, დიდ საქმეს ვაკეთებთ".

"მიუხედავად ამისა, ჭორებს ჩვენ არ ვქმნით და მათით არ ვსარგებლობთ", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, სამხრეთამერიკელი მწვრთნელი "პსჟ"-ს სათავეში 2021 წლის იანვრიდან უდგას და კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.