ვინ არის ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი? — პოჩეტინოს მოკლე პასუხი ჟურნალისტს
"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ "ოქროს ბურთის" მოახლოებულ დაჯილდოების ცერემონიაზე დასმულ კითხვას მოკლე პასუხით უპასუხა.
– ვის თვლით ფავორიტად?
"ყველა ჩემი ფეხბურთელი ფავორიტია", - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს RMC Sport.
შეგახსენებთ, "ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტთა სიაში პარიზელთა 4 ფეხბურთელია, ესენი არიან: ჯანლუიჯი დონარუმა, კილიან მბაპე, ლიონელ მესი და ნეიმარი.
მიმდინარე წელს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 29 ნოემბერს, პარიზში გასამართ ცერემონიაზე გაიცემა.