ავტორიზაცია

კონტე: "არასოდეს ჩამიბარებია ის გუნდი, რომელსაც წინა სეზონში ტიტული ჰქონდა მოგებული"

კონტე: "არასოდეს ჩამიბარებია ის გუნდი, რომელსაც წინა სეზონში ტიტული ჰქონდა მოგებული"
თარიღი 28 ნოე 2021, 13:38

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ლონდონურ კლუბში მუშაობის შესახებ განცხადება გააკეთა.

"გამოწვევების არასოდეს მეშინოდა. ჩემთვის საკმარისია, თუ მოგების ალბათობა 1%-ია. არასოდეს ჩამიბარებია ის გუნდი, რომელსაც წინა სეზონში ტიტული ჰქონდა მოგებული. მთელი ჩემი კარიერაა რესტრუქტურირებას მივმართავ".

"იუვენტუსმა" მეშვიდე ადგილზე დაასრულა, "ჩელსიმ" - მეათეზე, "ინტერმა" - მეოთხეზე. ვიცი, ამჯერად მოთმინება იქნება საჭირო. მილანში ჩემი საქმე გავაკეთე".

"გუნდში სეზონის შუა ნაწილში მისვლა ადვილი არ არის", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, კონტე "ტოტენჰემს" სათავეში მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ჩაუდგა და 2023 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.