ავტორიზაცია

ბარსელონა არგენტინის ჩემპიონატის ბომბარდირს უმიზნებს, თუმცა სერიოზული კონკურენტები ჰყავს

ბარსელონა არგენტინის ჩემპიონატის ბომბარდირს უმიზნებს, თუმცა სერიოზული კონკურენტები ჰყავს
თარიღი 28 ნოე 2021, 13:45

"რივერ პლეიტის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ხულიან ალვარესმა კარიერა შესაძლოა ევროპაში გააგრძელოს.

ასე და ამგვარად, როგორც ესპანური მედიასაშუალებები იტყობინებიან, 21 წლის ფეხბურთელით "ბარსელონაა" დაინტერესებული.

Diario Sport-ისა და Esport 3-ის ცნობით, "ბლაუგრანა" არგენტინელის პროგრესს უკვე რამდენიმე თვეა აკვირდება. მისი ტრანსფერი 20-25 მილიონ ევროდ ფასდება.

როგორც აღინიშნება, თავად ალვარესი ევროპულ კლუბში გადასვლისთვის მზად არის.

ფორვარდით "რეალი" და "ატლეტიკო", აგრეთვე იტალიური ტოპ-კლუბებიც ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში ალვარესმა "რივერ პლეიტის" მაისურით ჩატარებულ 18 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. იგი არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.