ავტორიზაცია

ორი ფეხბურთელი, რომელიც რანგნიკის დანიშვნის შემდეგ მანჩესტერს იანვარში დატოვებს

ორი ფეხბურთელი, რომელიც რანგნიკის დანიშვნის შემდეგ მანჩესტერს იანვარში დატოვებს
თარიღი 28 ნოე 2021, 13:56

დროებითი მთავარი მწვრთნელის პოსტზე რალფ რანგნიკის დანიშვნის შემდეგ, იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში შესაძლოა რამდენიმე ცვლილება მოხდეს.

როგორც ბრიტანული გამოცემა The Telegraph წერს, მანიკუნიანელებმა ჯერ რომელიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდონ, სანამ გერმანელი სპეციალისტი ვინმეს დაიმატებს.

ამ მიზეზით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ეშმაკუნების" რიგებიდან შესაძლოა ნახევარმცველი, დონი ვან დე ბეკი და მეკარე, დინ ჰენდერსონი აიბარგონ.

ცნობისთვის, ორივე ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

აგრეთვე, ვარაუდობენ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შემტევი ნახევარმცველი, ჯესი ლინგარდიც წავა.