ავტორიზაცია

ქულები გაანიავეს - ყაზაიშვილის გუნდმა ტიტულის მოპოვების შანსი დაკარგა

ქულები გაანიავეს - ყაზაიშვილის გუნდმა ტიტულის მოპოვების შანსი დაკარგა
თარიღი 28 ნოე 2021, 14:04

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 37-ე ტურში სუვონისა და ულსან ჰიუნდაის დაპირისპირება უგოლოდ, 0-0 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში ულსანელთა შემადგენლობაში 56-ე წუთიდან ჩაერთო ქართველი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც გუნდს მოგებაში ვერ დაეხმარა.

ამ მატჩის ვერმოგებით, ქართველი ნახევარმცველის გუნდის შანსები ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მინიმუმამდე ჩამოვიდა. ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, პირველადგილოსანი ჯეონბუკი კი 2 ქულითაა ულსან ჰიუნდაიზე წინ, მათ ბოლო ტურში გასაჩემპიონებლად ფრეც ყოფნით ისე, რომ ულსან ჰიუნდაიმ აუცილებლად უნდა მოიგოს მატჩი.

შესაბამისად, დიდი ალბათობით, ვაკო ყაზაიშვილი მის პირველ წელს ულსან ჰიუნდაიში უტიტულოდ დაასრულებს. გუნდი გამოვარდა აზიის ჩემპიონთა ლიგიდან, სამხრეთ კორეის თასიდან და ჩემპიონატშიც ვერცხლის მედალს დასჯერდება.