ავტორიზაცია

"იმედი მაქვს, ტრავმას აღარ მივიღებ", - რამოსი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

"იმედი მაქვს, ტრავმას აღარ მივიღებ", - რამოსი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
თარიღი 28 Nov 2021, 14:13

"პსჟ"-ს მცველმა, სერხიო რამოსმა გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით შექმნილ სირთულეებზე ისაუბრა, რის გამოც პარიზელთა რიგებში დებიუტი დღემდე არ ჰქონია.

"არსებობს რთული მომენტები, მარტოობის მომენტები, როცა საათობით ვარჯიშობ დარბაზში ფიზიოთერაპევტთან, ფიტნეს მწვრთნელთან ერთად. მუდმივად გიჩნდება ნეგატიური აზრები და ზოგჯერ საკუთარ თავში ეჭვი გეპარება".

"საკუთარი თავის და მძიმე შრომის მჯეროდა. მინდა "პსჟ"-ს ნდობა ავუნაზღაურო, ამაზე ვარ კონცენტრირებული. იმედი მაქვს, ჩემს საუკეთესო ფორმას მივაღწევ".

"ვფიქრობ, შემიძლია კიდევ 4-5 წელი ვითამაშო. რაც მთავარია, თავში ყველაფერი რიგზე მაქვს. ვიმედოვნებ, ტრავმა აღარ მექნება", - განაცხადა 35 წლის ესპანელმა Amazon Prime Video-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რამოსი "პარი სენ ჟერმენს" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მადრიდის "რეალიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.