ავტორიზაცია

"ახლა გამორიცხულია, ზაფხულში შეიძლება", - მანჩესტერს პოჩეტინოს თაობაზე პსჟ-დან პასუხი შეუთვალეს

"ახლა გამორიცხულია, ზაფხულში შეიძლება", - მანჩესტერს პოჩეტინოს თაობაზე პსჟ-დან პასუხი შეუთვალეს
თარიღი 28 ნოე 2021, 14:21

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბაროს, იუწყება გავლენიანი გამოცემა Goal.com.

კვირის დასწყისში "ემიუმ" და "პსჟ"-მ შუამავლების მეშვეობით ისაუბრეს. პარიზელებმა თქვეს, რომ არგენტინელ სპეციალისტს კლუბიდან ახლა არ გაუშვებენ.

მიუხედავად ამისა, ფრანგული კლუბი მზად არის სეზონის დასრულების შემდეგ გამართოს მოლაპარაკებები და არ არის გამორიცხული, პოჩეტინოს მანიკუნიანელთა გაწვრთნაზე ზაფხულში დათანხმდეს.

როგორც აღინიშნება, პარიზელთა 49 წლის დამრიგებელი "იუნაიტედისთვის" პრიორიტეტული ვარიანტია.

მოგეხსენებათ, სეზონის ბოლომდე "ემიუს" დროებითი მწვრთნელის რანგში გერმანელი რალფ რანგნიკი იმუშავებს.