ავტორიზაცია

"ტოპ-კლუბი არასოდეს გაუწვრთნია", - არსენალის ლეგენდა მანჩესტერში რანგნიკის დანიშვნას სკეპტიკურად აფასებს

"ტოპ-კლუბი არასოდეს გაუწვრთნია", - არსენალის ლეგენდა მანჩესტერში რანგნიკის დანიშვნას სკეპტიკურად აფასებს
თარიღი 28 ნოე 2021, 14:51

"არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლ მერსონმა "მანჩესტერ იუნაიტედის" დროებითი მწვრთნელის პოსტზე რალფ რანგნიკის დანიშვნაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

"რატომ სჭირდება "მანჩესტერ იუნაიტედს" დროებითი მწვრთნელი? რადგან არ იციან, რას აკეთებენ, ასე მგონია".

"მსმენია ლაპარაკი იმაზე, თუ როგორი კარგია რანგნიკი - მაგრამ ინგლისში არასოდეს უმუშავია, არასოდეს გაუწვრთნია მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ-კლუბი. რატომ? რატომ არავინ ცდილობდა მის დანიშვნას?".

"მასზე ბევრი კარგი რამ გამიგია, ამბობენ, რომ პრესინგი უყვარს, შრომისმოყვარეა, არცთუ ისე ძლიერ გუნდებს ძლიერ მეტოქეებად აქცევს. მაგრამ "შალკეს" ან "ჰოფენჰაიმის" გარკვეულ დონეზე აყვანა სხვა საკითხია".

"შალკეში" და "ჰოფენჰაიმში" ფეხბურთელები მოგისმენენ, რადგან მაღლა ასვლა სურთ. "ემიუში" ფეხბურთელები უკვე მაღლა დგანან და კიდევ უფრო მაღლა ასვლა უნდა აიძულოთ".

"ვფიქრობ, რთული იქნება. ბევრად უფრო რთული, ვიდრე ხალხი ფიქრობს. მესმის, რანგნიკი მოვა და ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს, "ემიუს" გაუმართლა. ამაში დარწმუნებული არ ვარ", - ციტირებს მერსონის სიტყვებს Sky Sports.