ავტორიზაცია

"მასზე მეტად ოქროს ბურთი არავის დაუმსახურებია", - ნაგელსმანმა თავისი ფავორიტი გაამხილა

"მასზე მეტად ოქროს ბურთი არავის დაუმსახურებია", - ნაგელსმანმა თავისი ფავორიტი გაამხილა
თარიღი 28 ნოე 2021, 16:09

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაასახელა.

გერმანელი სპეციალისტის აზრით, აღნიშნული ჯილდო "რეკორდმაისტერის" ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის ეკუთვნის.

"არავის დაუმსახურებია "ოქროს ბურთი" რობერტ ლევანდოვსკიზე მეტად", - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Bayern & Germany.

გარდა ამისა, მიუნხენური გრანდის დამრიგებელმა თქვა, რომ 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავთან ერთად გაემგზავრება პარიზში.

მიმდინარე წელს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 29 ნოემბერს, პარიზში გასამართ ცერემონიაზე გაიცემა.

"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში ლევანდოვსკის მთავარი მეტოქეები ლიონელ მესი ("პსჟ") და ჟორჟინიო ("ჩელსი") არიან.