ავტორიზაცია

"ყველაფერი აქვს, რაც ლივერპულის ფეხბურთელს სჭირდება", - კლოპმა თავისი შეგირდი შეაქო

"ყველაფერი აქვს, რაც ლივერპულის ფეხბურთელს სჭირდება", - კლოპმა თავისი შეგირდი შეაქო
თარიღი 28 Nov 2021, 16:17

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდის თავდამსხმელი, დიოგუ ჟოტა შეაქო, რომელმაც პრემიერ ლიგის მე-13 ტურში "საუთჰემპტონთან" (4:0) გამართულ მატჩში დუბლი გაიფორმა.

"დიოგუ გამორჩეული ფეხბურთელი და შესანიშნავი ბიჭია. ჩვენთან წელიწადნახევრის წინ გადმოვიდა და იდეალური ტრანსფერია. ყველაფერი აქვს, რაც "ლივერპულის" ფეხბურთელს სჭირდება: ტექნიკაც და ფიზიკაც. ამასთანავე, ძალიან კჭვიანია, ამიტომაც ტაქტიკურ მასალას სწრაფად სწავლობს".

"ჟოტას სამფორვარდიან სქემაშიც შეუძლია თამაში და ათიანის პოზიციაზეც. სისწრაფე აქვს, გოლის გატანის სურვილთან ერთად. კარგი სტატისტიკაც აქვს".

"სამწუხაროდ, გასულ წელს სერიოზული ტრავმა მიიღო, ეს კი არასოდეს გიწვდის დახმარების ხელს. მაგრამ ახლა დაბრუნდა და მშვენივრად მოერგო გუნდს. მის გამო ძალიან გახარებული ვარ".

"საუთჰემპტონთან" მატჩში უფრო ხარისხიანი გადაწყვეტილებების მიღება შეეძლო, რათა მეტი გაეტანა. მაგრამ საკმაოდ ჭკვიანურად ითამაშა და ორი გოლი შეაგდო", - ციტირებს კლოპის სიტყვებს The Guardian.

მიმდინარე სეზონში 24 წლის პორტუგალიელმა "ლივერპულის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.