ავტორიზაცია

მანჩესტერის ანტი-რეკორდი პრემიერ ლიგაში - შედეგი, რომელიც განგაშის საფუძველს იძლევა

მანჩესტერის ანტი-რეკორდი პრემიერ ლიგაში - შედეგი, რომელიც განგაშის საფუძველს იძლევა
თარიღი 29 ნოე 2021, 14:59

პრემიერ ლიგის მე-13 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსისთან" ითამაშა ფრედ, 1:1. ნოემბრის განმავლობაში "მანკუნიანელებმა" ჩემპიონატში სულ 3 მატჩი ჩაატარეს.

გარდა უკანასკნელი შეხვედრისა, ისინი დამარცხდნენ "მანჩესტერ სიტისთან" (0:2) და "უოტფორდთან" (1:4). მიმდინარე თვის მატჩებში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეტოქის კარში სულ 17 დარტყმა განახორციელა, საკუთარ კარში კი 60 დარტყმა მიიღო.

ეს მაჩვენებლები ნოემბერში ყველაზე ცუდია პრემიერ ლიგის კლუბებს შორის. შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკები" ამ დროისთვის 18 ქულით მერვე პოზიციას იკავებენ.

აქვე დავამატებთ, "მანჩესტერმა" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა ოლე-გუნარ სოლსკიაერი, რომლის ადგილს დიდი ალბათობით რალფ რანგნიკი დაიკავებს.