ავტორიზაცია

ვიხილავთ თუ არა იუვენტუსს სასკუდეტო ბრძოლაში? - ბუფონის კომენტარი

ვიხილავთ თუ არა იუვენტუსს სასკუდეტო ბრძოლაში? - ბუფონის კომენტარი
თარიღი 29 ნოე 2021, 15:34

"იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუიჯი ბუფონმა ტელეარხ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ტურინელთა ამჟამინდელი პრობლემების შესახებ განცხადება გააკეთა:

"ველოდი თუ არა მსგავს სეზონს? თამაშის კლების ტენდენცია, ვფიქრობ, აშკარა იყო, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ისეთი მწვრთნელის მოსვლა, როგორიც ალეგრია, შეიძლება ნიშნავდეს განვითარების ახალ ეტაპს.

თუ კლუბის ფეხბურთელებს შევაფასებთ, მაშინ ისინი ჩემპიონატის ლიდერებს შორის არიან: არც მილანის, არც ინტერისა და არც ნაპოლის შემადგენლობას არ ჩამოუვარდებიან.

რჩება მხოლოდ იმის გაგება, შეუძლიათ თუ არა მათ შექმნან ერთი მექანიზმი და გახდნენ გუნდი", - განაცხადა ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, რომელმაც გასულ უიკენდზე მორიგი 11-მეტრიანი მოიგერია.

თუ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, კიეზას შეძენას მინიმუმ ორი ევროპული გრანდი შეეცდება