ავტორიზაცია

"კეინი თავისი საქციელით გვანიშნებს, რომ მას ტოტენჰემში ყოფნა არ სურს", - მანჩესტერის ყოფილი ფორვარდი

"კეინი თავისი საქციელით გვანიშნებს, რომ მას ტოტენჰემში ყოფნა არ სურს", - მანჩესტერის ყოფილი ფორვარდი
თარიღი 29 ნოე 2021, 19:19

"ტოტენჰემის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ტედი შერინგემმა "მანჩესტერ სიტიში" არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ ფორვარდ ჰარი კეინის თამაში შეაფასა.

"ალბათ, დაარწმუნეს, რომ წასვლას შეძლებდა. როგორც ჩანს, ეს პირობა არ შესრულდა და კეინი იმედგაცრუებულია. უნდა შეიცვალოს და გააცნობიეროს, რომ ჯერ კიდევ "ტოტენჰემის" ფეხბურთელი, ვიცე-კაპიტანია და უკეთესად ათამაშდეს".

"ვფიქრობ, "ტოტენჰემს" რთული დრო უდგას. როცა ჰარი კეინის მსგავსი თავდამსხმელი გყავთ, რომელიც ამავდროულად ვიცე-კაპიტანიცაა, გუნდს წინ მაგალითის ჩვენებით უძღვება და არა იმის ლაპარაკით, თუ რა არის გასაკეთებელი".

"სრულიად სხვა სცენარია. დაცვაში ან ნახევარდაცვაში ლიდერი სჭირდებათ, რომელიც დომინანტი იქნება და დანარჩენებს ეტყვის, რომ რაღაცას არასწორად აკეთებენ".

"კაპიტანი ცენტრფორვარდების მოყვარული არ ვარ და ახლა მთელი ძალით არ თამაშობს, შედეგად სხვებს არც მაგალითს აძლევს", - ციტირებს შერინგემის სიტყვებს Evening Standard.