ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუ ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიას არ დაესწრება

კრიშტიანუ რონალდუ ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიას არ დაესწრება
თარიღი 29 ნოე 2021, 20:28

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ "ოქროს ბურთის" დაჯილდოვების ცერემონიას არ დაესწრება.

36 წლის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს პარიზში გასამართ დღევანდელ ღონისძიებაზე ვერ ვიხილავთ.

აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი, პედრუ სეპულვედა ავრცელებს.

მოგეხსენებათ, რონალდუ საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია.

კრიშტიანუს "ოქროს ბურთი" კარიერაში 5-ჯერ აქვს მოგებული, რაც ლეო მესის (6-ჯერ) შემდეგ მეორე საუკეთესო შედეგია.

დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.